ესთეტიკური მედიცინა

ესთეტიკურ მედიცინაში ვხელმძღვანელობთ პრინციპით: „დახვეწილ სხეულში – ჯანსაღი გული!“ ანუ, ჩვენთან ფიგურის რე–მოდელირება და დახვეწა ხდება სისხლის მიმოქცევის გაძლიერების და ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღების ფონზე. სხეულის რბილი ქსოვილების ლოკალური „დეფექტების“ კორექციისთვიის წარმატებით ვიყენებთ ცელულიტთან და ცხიმოვან ჩანართებთან ბრძოლის, უახლეს, მაღალეფექტურ, უსისხლო და მცირედინვაზიურ მაღალტექნოლოგიურ მეთოდებს:

·         ელექტროლიპოლიზი  კარდიოსინქრონიზირებული ელექტრომიოსტიმულაციით პრობლემური ზონების რეგიონული „პლასტიკა“

·         დგილობრივი ოზონოთერაპია – ოზონის კანქვეშა და კანშიდა ინექციები

·         ლაზეროთერაპია

·         დამატებითი მეთოდები (მასაჟი, კრემები, შეფუთვები ...)

 

ჩვენთან თქვენ მიიღებთ:

·         ფიგურის კორექციას ნაწილობრივი გაცხიმოვნების დროს,

·         ცელულიტის კორექციას ლიმფოდრენაჟით,

·         დეკოლტეს ზონის დახვეწას, გულმკერდის მიდამოს ჰიპოტროფიის შემთხვევაში (ჰიპომასტია, ნაკლებად გამოხატული მკერდის კუნთები),

·         გაახალგაზრდავებას,

·         ბოდიბილდინგს ელქტრო–შეიპინგის დახმარებით (ადგილობრივი ელექტრო–ტანვარჯიში) 

 

ჩვენი პროცედურები განსაკუთრებით სასარგებლოა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ესთეტიკურ პრობლემებთან ერთად (იქნება ეს ადგილობრივი თუ ზოგადი), აღენიშნებათ სისხლის მიმოქცევის მოშლაც.  პროცედურები  შეძლებისდაგავრად შეირჩევა  ისე, რომ ყველა პრობლემაზე ერთდროულად მოახდინოს სამკურნალო ეფექტი.