კარდიოლოგია 

„ახალი თანამედროვე მეთოდების, სხვადასხვა სამკურნალო საშუალებათა კოლოსალური არსენალისა და ქირურგიული და ენდოვასკულარული მეთოდების არსებობის მიუხედავად მკურნალობის ეფექტურობა კი არ იზრდება, არამედ ავადმყოფთა ლეტალობის მაჩვენებლის ზრდიდან გამომდინარე, მცირდება კიდეც“

                                                                                                                                                                          ე. ჩაზოვი, 2003

არასაიმედო სტატისტიკა

ამერიკელ კარდიოლოგთა ასოციაციის (AHA) 2001-2004  მონაცემებით, აშშ-ის მოსახლეობის თითქმის 20% ანუ 60.8 მლნ ადამიანს აღენიშნება გულსისხლძარღვთა დაავადებათა (CVD) ესა თუ ის ფორმა. შედარებით ფართედ  გავრცელებული ნოზოლოგიებიდან გამოირჩევიან ჰიპერტენზიული (HD) და გულის იშემიური (IHD) დაავადებები და გულის ქრონიკული უკმარისობა (CHF).

CVD-ის გავრცელება და მკურნალობის წლიური ხარჯი ამერიკასა  და საქართველოში (AHA-ს სტატისტიკური მონაცემების ექსტრაპოლირების მიხედვით) მოცემულია ცხრილში.

 

 ტაბულა გულის ზოგიერთი დაავადების გავრცელება და მკურნალობის ხარჯები  აშშ-სა და საქართველოში

გულის სიმპტომატიური  ქრონიკული უკმარისობის გავრცელება ევროპულ პოპულაციაში მერყეობს 0.4% – 2%. ამასთან აღინიშნება სიკვდილიანობის ზრდა ამ პათოლოგიის მქონე ყველა ასაკობრივ კატეგორიაში.

 

ყურადღება!!! AHA-ს მიხედვით ამ მრისხანე დიაგნოზის დადგენიდან, იღუპება ავადმყოფთა:
                      — 20% პირველივე წელს,
                      — 50%  ხუთი წლის მანძილზე, 
                      — მხოლოდ ერთეულები ახერხებენ ათწლიანი ზღვარის გადალახვას!
 

 

სიკვდილიანობის დონე, ინვალიდობის მასშტაბები, ასევე დროებითი არაშრომისუნარიანობის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის ხარჯები წარმოადგენენ როგორც  სამედიცინო,  ასევე სერიოზულ სოციალურ–ეკონომიურ პრობლემას, რამდენადაც  საუბარია  არა მარტო ხანდაზმულ, საპენსიო ასაკის მოსახლეობაზე, არამედ გამოცდილ,  მაღალკვალიფიციურ ფენაზეც  (ყველაზე ნაყოფიან ცხოვრების ფაზაში – 45 წლის ზევით).

 

განსაკუთრებით საყურადღებოა მოსახლეობის ჯანმრთელობის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა ჩვენთან, საქართველოში, სადაც მეცნიერული შეფასებით სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 70.4 წელს, მაშინ, როდესაც შვეიცარიაში იგივე მაჩვენებელი არის - 79.9 წელი. მაღალი ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზებს შორის, რასაც მივყავართ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის დაბალ მაჩვენებლამდე, შეიძლება გამოვყოთ მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური დახმარების უკმარისობა. მოცემულ საკითხში ევროპასთან გათანაბრებას დასჭირდება სულ ცოტა 8 –10 წელიწადი, მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის სისტების  საკმაოდ მაღალი ფინანსირებისა .