ოზონო-თერაპია

 

ოზონი - არის მოლეკულა, რომელიც წარმოქმნილია ჟანგბადის სამი ატომით და  გააჩნია ერთი თავისუფალი კავშირი, რაც განაპირობებს მოცემული მოლეკულის მაღალ აქტივობას.

 

აპარატი "Надежда-О" ჟანგბადის  ოზონირებისათვის

 

ოზონო-თერაპია სამედიცინო პრაქტიკაში ფართოდ დანერგილი, მაღალეფექტური სამკურნალო მეთოდია, მისი გამოყენება ამცირებს მკურნალობის ვადებს, აქვეითებს ლეტალობის დონეს და ინვალიდობის ხარისხს.

 

განარჩევენ ოზონო-თერაპიის შემდეგ ძირითად სახეებს:

  • ზოგადი, რა დროსაც წარმოებს  ოზონით გამდიდრებული სისხლის ან სისხლის შემცვლელების ინტრავენური ინფუზია
  • ადგილობრივი, ამ დროს ადგილი აქვს ოზონის შერჩეული უბნის კანის ან/და კანქვეშა ქსოვილების გაჯერებას ინექციის სახით. 

 

ოზონის სამკურნალო ეფექტები:

     -  ფლობს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულაციური თვისებებს;  

    -   აფართოებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიას და აძლიერებს მიკროჰემოდინამიკას;

     -  ხსნის ინტოქსიკაციას და ზრდის ანტიოქსიდაციური დაცვის სისტემის აქტივობას;

     -  არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ლიპიდების პეროქსიდაციის დარღვევათა კორექციას და ცხიმების უტილიზაციას.

 

ოზონო-თერაპიის ჩვენებები:                                                                                   

     -  მუცლის ღრუს მწვავე და ქრონიკული დაავადებები (პერიტონიტი, სეფსისი, პანკრეატიტი, სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰეპატიტი, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადები და სხვა) 

     -  გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (გულის იშემიური დაავადება, მაობლიტირებელი ენდარტერიტი, ათეროსკლეროზი და სხვა);      

     -  სხვადასხვა ნევროლოგიური მდგომარეობები;

     -  ურო-გენიტალური ტრაქტის დაავადებები

     -  ესთეტიკური მედიცინა (გახდომა, სტრიების, ნაწიბურების და ცელულიტის მკურნალობა)