გულის იშემიური დაავადება

ბოლო დროს შეინიშნება გულის იშემიური დაავადების მქონე იმ ავადმყოფთა რიცხვის მატება, რომელთათვისაც მედიკამენტოზურმა თერაპიამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები, ენდოვასკულარული ან ქირურგიული ჩარევა კი სხვადასხვა მიზეზების გამო  შეუძლებელია. სამწუხაროდ, ამა თუ იმ სტრატეგიის შეზღუდვას მოჰყვება ავადობის და სიკვდილიანობის ზრდა. სამედიცინო ტექნოლოგიის განვითარების ბოლო მიღწევები რომლებიც ერთიანდებიან ტერმინით „რევასკულარიზაციის ალტერნატიული მეთოდები“ გვთავაზობენ ამ ჩიხიდან რეალურ გამოსავალს, მაგალითად:

        ·         კუნთოვანი კონტრ-პულსაცია  (კკპ)                                                 

        ·         ულტრაიისფერი დასხივება საკუთარი ან დონორის სისხლის (УФО-თერაპია)

        ·         სისხლის და სისხლის შემცვლელების ოზონირება (O3-თერაპია)

        ·         ლაზერო-თერაპია          

ასე რომ, კომბინირებული ფარმაკო- აპარატურული თერაპია, მიოკარდიუმის არაპირდაპირი რევასკულარიზაციის მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა იყოს განხილული, მკურნალობის ალტერნატივად იშემიური დაავადებების მქონე შემდეგ ჯგუფებში:

·         მაქსიმალური მედიკამენტური თერაპიისადმი რეზისტენტულ პირებში

·         ინოპერაბელურებში

·         ხანდაზმულები, მაღალი ხარისხის რისკით

·         წარუმატებელი ინვაზიური და/ან ქირურგიული კორექციის შემდეგ.